123
სიახლეები

M&A ფორუმში მონაწილე საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიები საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს, ბიზნესის განვითრების პერსპექტივებსა და კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებს გაეცნენ. ინვესტორების განსაკუთრებული ყურადღება საბანკო-საფინანსო, ენერგეტიკის, უძრავი ქონების, ტურიზმისა და კვების მრეწველობის სფეროებმა დაიმსახურეს.

პირველად საქართველოში და ამიერკავკასიის რეგიონში, საინვესტიციო კომპანია „ალიანს ჯგუფი კაპიტალი“ (AGC) უმასპინძლებს Globalscope 2018-ს, გლობალური საერთაშორისო M&A (Mergers & Acquisitions) ქსელის სამუშაო შეხვედრას.

1 ივნისს, ბუდაპეშტში, უნგრულმა კომპანია Heal Partners-მა უმასპინძლა Global Scope-ის მომავალ ღონისძიებას European Deal Day, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ იმართება.

მსოფლიოს 15 ფირმის 24 წარმომადგენელი ერთმანეთს Hilton Budapest-ში შეხვდა, სადაც მათი ამჟამინდელი სავაჭრო მანდატები და ინიციატივები განიხილეს. შეკრების მიზანი იყო შემდგომი, ახალი საერთაშორისო M&A აქტივობების განვითარება ევროპის რეგიონში.

აიეტი კუკავა, ალიანს ჯგუფი კაპიტალის აღმასრულებელი დირექტორი და მმართველი პარტნიორი საჯარო სიტყვით წარსდგა კონფერენციაზე და საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა. პრეზენტაციაზე და ინვესტორებთან B2B შეხვედრების დროს მან საივესტიციო პროექტების პორტფელებიც წარადგინა.

2018 წლის სექტემბერში ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი Globalscope-ის შემდეგ შეხვედრას თბილისში უმასპინძლებს.

15 მაისს, თბილისში მეორედ ჩატარდა საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი „საქართველო - შესაძლებლობების ქვეყანა“, BIA-ს და ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის ორგანიზებით.

საინვესტიციო ფორუმს ესწრებოდა 500-მდე დელეგატი, მათ შორის უცხოელი ინვესტორები წარმატებული საერთაშორისო კომპანიებიდან, გლობალური საინვესტიციო და კომერციული ბანკებიდან, საკრედიტო ბიოროს წარმომადგენლები, ვენჩურული კაპიტალის კომპანიები, საერთაშორისო ორგანიზაციები, წამყვანი პოლიტიკოსები და ბიზნეს ლიდერები.

სს. „ბია“–ს ორგანიზებით 2017 წლის 20 მარტს რადისონ ბლუ ივერიის სასტუმროში ტარდება საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები“, რომლის მიზანია საქართველოს ეკონომიკის და რეგიონის საკითხებით დაინტერესებული ინვესტორების, ბიზნესმენების, მთავრობის წარმომადგენლების და  საერთაშორისო ორგანიზაციების გაერთიანება სადისკუსიოდ ისეთ თემებზე, როგორიცაა ქვეყნის და რეგიონის ეკონომიკის მიმდინარე პერსპექტივები და გამოწვევები.

ალიანს ჯგუფი კაპიტალის საინვესტიციო სამსახურის უფროსმა დავით ქარდავამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაატარა ვორქშოპი სახელწოდებით “წარმატებული ბიზნეს გეგმა ინვესტორებთან ეფექტური კომუნიკაციისთვის“.

2015 წლის მარტში, შპს "ტამგეოსა" და "ალიანს ჯგუფ კაპიტალს" შორის საკონსულტაციო ხელშეკრულება გაფორმდა.
 
Globalscope



საფონდო ინდექსები
ინდექსი კურსი ცვლილება
DJIA 18343.8 0
NASDAQ 5682.45 8.24
S&P 500 2309.45 14.78
Nikkei 225 18926.53 -81.07
STOXX 50 3238.04 2.33
FTSE 100 7188.82 2.6
GSE 0.00 0.00
რესურსების ფასები
რესურსი ფასი ცვლილება
ნავთობი 40.94 -0.2
ოქრო 1133.2 1.2
ხორბალი 369.5 -1.25