(+995 32) 242 4181

მ. კოსტავას ქ 47/57, 0179, თბილისი, საქართველო

info@agc.ge

AGC-ს შესახებ

„ალიანს ჯგუფი კაპიტალი“ 2006 წელს დაარსებული კერძო საკონსულტაციო და საფინანსო კომპანიაა, რომელიც კაპიტალის გაზრდისა და დაფინანსების შესაძლებლობებს სთავაზობს კომპანიებს, რომლებსაც სურთ ბიზნესის ეფექტური მართვა და საინვესტიციო პროექტების განხორციელება. დაარსების დღიდან, კომპანიამ მჭიდრო ურთიერთობები დაამყარა ადგილობრივ საბანკო–საფინანსო სფეროსთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან.

წარმატებული საქმიანობის შედეგად, კომპანიამ საინვესტიციო ფონდების, ფინანსური ინსტიტუტებისა და კერძო ინვესტორებისათვის საიმედო და მყარი პარტნიორის სახელი მოიპოვა. AGC წარმოადგენს მნიშვნელოვან დამაკავშირებელ რგოლს კომპანიებსა და უცხოელ ინვესტორებს შორის. კომპანიის ბიზნეს მოდელი უნიკალურია. „ალიანს ჯგუფი კაპიტალის“ მისიაა უზრუნველყოს ისეთ მზარდ კომპანიებსა და პროექტებში ინვესტირება, რომლებსაც წარმატების რეალური პერსპექტივა გააჩნიათ და ამავდროულად ხელს უწყობს ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას. ექსპერტთა და პროფესიონალთა გუნდი ახდენს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას გრძელვადიანი განვითარებისათვის. კომპანიის ყველა მომსახურება მომხმარებელთა საჭიროებებსა და მოთხოვნებზეა მორგებული.

როგორც ნოვატორი საფინანსო და საკონსულტაციო კომპანია, AGC, შერწმისა და შესყიდვების (Mergers and Acquisitions) დარგის განვითარებას უყრის საფუძველს, საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვითა და მიღებული ბიზნეს პრაქტიკის დანერგვით. 2014 წლიდან „ალიანს ჯგუფი კაპიტალი“, პირველი საინვესტიციო და საკონსულტაციო კომპანიაა ამიერკავკასიის რეგიონში რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი, შერწყმასა და შესყიდვებზე (M&A) სპეციალიზებული საერთაშორისო ქსელის, Globalscope-ის წევრი გახდა. Globalscope-ის წევრობა საშუალებას აძლევს „ალიანს ჯგუფ კაპიტალს“მოახდინოს სტრატეგიული და ფინანსური ინვესტორების, საინვესტიციო, კომერციული ბანკებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების ადგილობრივ ბიზნესებთან დაკავშირება და საერთაშორისო მასშტაბის გარიგებების განხორციელება. აღნიშნული ქსელის წევრობით, AGC-ს შეუძლია დაეხმაროს ადგილობრივ კომპანიებს, რომელიც გეგმავენ ახალი ბიზნესის შეძენას საზღვარგარეთ, არსებული ბიზნესის გაფართოებას ადგილზე და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, შერწყმას და ბიზნესის გაყიდვას კონფიდენციალურობის სრული დაცვით. „ალიანს ჯგუფი კაპიტალი“ პარტნიორობს შემდეგ წამყვან საერთაშორისო ფონდებთან და ორგანიზაციებთან:

• ლონდონში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდი GML Capital, რომელიც განვითარებად ბაზრებზე ახორციელებს ინვესტიციებს; • წამყვანი საერთაშორისო M&A ქსელი, GLOBALSCOPE PARTNERS;
• Global Investment Advisors, Inc. (GIA) - საკრედიტო რეიტინგის მომსახურების საერთაშორისო კომპანია;
• საერთაშორისო საფინანსო და საინვესტიციო ფონდები, რომლებიც დსთ-ს, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ახორციელებს ინვესტიციებს;
• ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის "ბიზნესის საკონსულტაციო მომსახურების" BAS პროგრამა.

„ალიანს ჯგუფი კაპიტალის“ დამფუძნებელია სს “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი”, რომელიც 2005 წელს ქართველი, ამერიკელი და ევროპელი აქციონერების მიერ დაარსდა. "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ მართავს დივერსიფიცირებულ კომპანიებს საფინანსო, საინვესტიციო, საკონსულტაციო, ბიზნეს ინფორმაციის, სალიზინგო, ქონების შეფასებისა და მართვის, განათლების და ენერგეტიკის სფეროში.