(+995 32) 242 4181

მ. კოსტავას ქ 47/57, 0179, თბილისი, საქართველო

info@agc.ge

AGC - GLOBALSCOPE-ის წევრი

როგორც ნოვატორი საფინანსო და საკონსულტაციო კომპანია, AGC, საქართველოში შერწყმისა და შესყიდვების (Mergers and Acquisitions) დარგის განვითარებას უყრის საფუძველს საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვითა და მიღებული ბიზნეს პრაქტიკის დანერგვით. 2014 წლიდან „ალიანს ჯგუფი კაპიტალი“ პირველი საინვესტიციო და საკონსულტაციო კომპანია ამიერკავკასიის რეგიონში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი, შერწყმასა და შესყიდვებზე (M&A) სპეციალიზებული საერთაშორისო ქსელის, Globalscope-ის წევრი გახდა. 

Globalscope არის მსოფლიოს წამყვანი M&A ქსელი რომელიც დაარსდა 1987 წელს და მას შემდეგ მნიშვნელოვან როლს ასრულებს M&A სფეროში და მართავს ბიზნესის შესყიდვების, გაფართოების და რესტრუქტურიზების ტრანსაქციებს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. Globalscope-ს ჰყავს 55 წევრი კომპანია, წარმოდგენილი მსოფლიოს ყველა კონტინენტზე, 46 სხვადასხვა ქვეყანაში, 75 ქალაქშიკალიფორნიიდან პეკინამდე.

Globalscope-ის წევრობა საშუალებას აძლევს „ალიანს ჯგუფ კაპიტალს“ მოახდინოს სტრატეგიული და ფინანსური ინვესტორების, საინვესტიციო, კომერციული ბანკებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების ადგილობრივ ბიზნესებთან დაკავშირება და საერთაშორისო მასშტაბის გარიგებების განხორციელება. აღნიშნული ქსელის წევრობით, AGC-ს შეუძლია დაეხმაროს ადგილობრივ კომპანიებს, რომლებიც გეგმავენ ახალი ბიზნესის შეძენას საზღვარგარეთ, არსებული ბიზნესის გაფართოებას ადგილზე და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, შერწყმას და ბიზნესის გაყიდვას კონფიდენციალურობის სრული დაცვით.

2018 წლის სექტემბერში, საქართველომ და კერძოდ კომპანია AGC-მ უმასპინძლა რეგიონში პირველ M&A ფორუმს, რომელშიც მონაწილეობდა Globalcope -ის ქსელში შემავალი 50-ზე მეტი კომპანია. AGC-ს გუნდმა მათ წარუდგინა სხვადასხვა საინვესტიციო პროექტები და საქართველოს მიმდინარე შესაძლებლობები და პერსპექტივები ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით.