ბიზნეს ტრენინგები



ბიზნეს ტრენინგების მიზანია დაეხმაროს ბიზნეს სფეროში დასაქმებულებს, გააუმჯობესონ და განავითარონ თავიანთი პროფესიული უნარ–ჩვევები, თანამედროვე ბიზნეს პროცესების შესაბამისად, შეიტანონ ცვლილებები თანამშრომლის ქცევაში, დახვეწონ ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის ხელოვნება და დაეუფლონ თვითეფექტურობის ტექნიკებს.

ტრენინგების შედეგად ადამიანები არ იცვლებიან, იცვლება მათი დამოკიდებულებები გარემოს მიმართ, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, მოახდინონ საკუთარი რესურსების ოპტიმალური რეალიზაცია.

გთავაზობთ სხვადასხვა სახის ტრენინგებს:

  • მომხმარებლების ეფექტური მომსახურება
  • გაყიდვების  სტრატეგია და ტექნიკები (საბანკო, სადაზღვევო, დისტრიბუცია)
  • ეფექტური პრეზენტაცია
  • მომხმარებლებთან  ურთიერთობის მართვა
  • ეფექტური ბიზნეს კომუნიკაცია
  • კორპორატიული კულტურა და ურთიერთობების მართვა
  • კონფლიქტის მართვის სტრატეგიები ორგანიზაციაში
  • თანამშრომელთა მოტივაცია და სამუშაოთი კმაყოფილება
  • ადამიანური რესურსების მართვა
  • გაყიდვების მენეჯმენტი მერჩენდაიზერებისა და დისტრიბუტორებისთვის

ბიზნეს ტრენიგების მიზანია:

  • ცვლილებები  თანამშრომლის ქცევაში, რაც მეტად ეფექტურად წარმოაჩენს პროფესიულ და პიროვნულ თვისებებს და თანამშრომელი უფრო მომგებიანი ხდება კომპანიისათვის
  • თეორიული ცოდნის განმტკიცება პრაქტიკული, თანამედროვე ბიზნეს გარემოსათვის შესაბამისი უნარ–ჩვევებით;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის ხელოვნების დახვეწა
  • თვითეფექტურობის ტექნიკების დაუფლება

საქმიანი უნარ–ჩვევების ტრენინგი:

  • აგებულია თანამედროვე საერთაშორისო ბიზნეს ტექნოლოგიების გათვალისწინებით
  • შექმნილი და ადაპტირებულია ქართული ბიზნეს გარემოს შესაბამისად
  • ორიენტირებულია პრაქტიკული და თვითმენეჯმენტის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბაზე
  • ტრენინგი მუდმივად ვითარდება ბიზნეს გარემოს განვითარების ზოგადი სტრატეგიების გათვალისწინებით

მეთოდოლოგიური ხედვა:

ტრენინგები მიმდინარეობს ინტერაქციული სწავლების სტილში და  აერთიანებს თეორიული ინფორმაციის გადაცემას პრეზენტაციის ფორმით და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება/განმტკიცებაზე ორიენტირებულ ინდივიდუალურ და გუნდურ სავარჯიშოებს.

სემინარის/ტრენინგის მსვლელობისას გამოიყენება შემდეგი მეთოდები:

  • გუნდური სავარჯიშოები
  • როლური სავარჯიშოები და თამაშები
  • ინდივიდუალური სავარჯიშოები
  • ვიდეოგადაღება და ვიდეოანალიზი
  • პრაქტიკული მაგალითების განხილვა/ანალიზი
  • შემოქმედებითი დავალებები

ვისთვის არის ტრენინგები განკუთვნილი?

  • დამსაქმებლებისთვის, რომელთაც სურთ, გადაამზადონ თავიანთი თანამშრომლები დ გაააუმჯობესონ მათი უნარ-ჩვევები
  • საშუალო რგოლის მენეჯერებისათვის და ყველა იმ ადამიანისათვის, რომელსაც სურს შეიძინოს ან/და გაიუმჯობესოს მენეჯერული უნარ–ჩვევები
  • მოქმედი და მომავალი მმართველებისთვის, სტუდენტებისთვის, მაგისტრანტებისა და ბაკალავრებისთვის
  • მათთვის ვისაც აინტერესებს ბიზნესის მართვის მთავარი კონცეფციები და თანამედროვე მიდგომები
  • კლიენტებთან მომუშავე პერსონალისთვის
  • პირებისთვის, ვინც პასუხისმგებელნი არიან სერვისის ხარისხზე
  • ნებისმიერი კომპანიის წარმომადგენლისთვის, ვისაც სურს, თავის ორგანიზაციაში საუკეთესო სერვისის სტანდარტების დანერგვა

ტრეინინგებზე რეგისტრაციისა და სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ მიმართეთ: ნინო სანადირაძეს -nsanadiradze@agc.ge, 032 2 42 41 81

 
Globalscope



საფონდო ინდექსები
ინდექსი კურსი ცვლილება
DJIA 18343.8 0
NASDAQ 5682.45 8.24
S&P 500 2309.45 14.78
Nikkei 225 18926.53 -81.07
STOXX 50 3238.04 2.33
FTSE 100 7188.82 2.6
GSE 0.00 0.00
რესურსების ფასები
რესურსი ფასი ცვლილება
ნავთობი 40.94 -0.2
ოქრო 1133.2 1.2
ხორბალი 369.5 -1.25