სტრატეგიული მიმართულება
  • კომპანიის სტრატეგიული კურსის განსაზღვრა

    სტრატეგიული კურსი გასაზღვრავს კომპანიის მიმართულებას გრძელვადიან პერიოდში. იგი გულისხმობს კომპანიის გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნების მისაღწევად ოპტიმალური გზების შემუშავებას. სტრატეგიის შესაბამისად ხდება კომპანიის ორგანიზაციული სტრუქტურისა და საოპერაციო პროცესების დაგეგმარება.

  • ორგანიზაციული აუდიტი

    კომპანიის კომპლექსური ანალიზის შემდგომ, რომელსაც ორგანიზაციული აუდიტი ითვალისწინებს, მისი ბიზნეს საჭიროებებიდან გამომდინარე ხდება ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავება/შეცვლა, საოპერაციო ციკლის ოპტიმიზაცია, ოპტიმალური კაპიტალის სტრუქტურის შემუშავება და სხვა საჭირო ცვლილებების განხორციელება.

  • რისკების მართვა

    შიდა ორგანიზაციული და საბაზრო რისკების მართვის კონტროლის პროცესების არასწორად წარმართვამ შესაძლოა შეაფერხოს კომპანიის განვითარება. ეფექტური რისკ მენეჯმენტით – რისკების შეფასებით, მართვის სტრატეგიისა და ტაქტიკის შემუშავებით, შესაძლებელია კომპანიის საქმიანობის ეფექტურობის ზრდა.

  • ბიზნეს გეგმების შედგენა

    ბიზნეს გეგმის მეშვეობით შესაძლებელია ბიზნეს საქმიანობის ეფექტურად დაგეგვმა და წარმართვა, ვინაიდან ბიზნეს გეგმა აღწერს და ითვალისწინებს  ბაზარზე არსებულ რისკებსა და შესაძლებლობებს.  ბიზნეს გეგმა კონკრეტულ ბიზნეს იდეას აძლევს ჩამოყალიბებული პროექტის სახეს, რომელიც ბიზნეს იდეის ავტორს შეუძლია წარადგინოს ყველა დონის საფინანსო ინსტიტუტსა თუ ორგანიზაციაში, საჭირო ფინანსური რესურსის მოპოვების მიზნით.

  • ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთება

    „ალიანს ჯგუფი კაპიტალი“ მომხმარებელს სთავაზობს ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთების მოზადებას. ტექნიკური–ეკონომიკური დასაბუთების ანგარიში აღწერს თუ რა  დრო, ძალისხმევა და რესურსი დასჭირდება კონკრეტული იდეის განხორციელებას და რამდენად შედეგიანი და პროდუქტიული შეიძლება იყოს აღნიშნული პროექტის რეალიზაცია.  აღნიშნული კვლევა მენეჯმენტისთვის ერთერთი მნიშვნელოვანი არგუმენტია გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

  • კომპანიის პროფილების მომზადება

    კომპანიის პროფილი წარმოადგენს კომპანიის მოკლე აღწერას, სადაც მოცემულია კომპანიის საქმიანობის მოკლე მიმოხილვა, მენეჯმენტის,  ორგანიზაციული სტრუქტურისა და  ფინანსური მონაცემების აღწერა. აღნიშნული ინფორმაცია კომპანიაზე ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად შესაძლოა წარედგინოს ინვესტორებს, მომხმარებლებს, მასმედიას და სხვა დაინტერესებულ სუბიექტებს.

 
Globalscope



საფონდო ინდექსები
ინდექსი კურსი ცვლილება
DJIA 18343.8 0
NASDAQ 5682.45 8.24
S&P 500 2309.45 14.78
Nikkei 225 18926.53 -81.07
STOXX 50 3238.04 2.33
FTSE 100 7188.82 2.6
GSE 0.00 0.00
რესურსების ფასები
რესურსი ფასი ცვლილება
ნავთობი 40.94 -0.2
ოქრო 1133.2 1.2
ხორბალი 369.5 -1.25