ფინანსური მიმართულება
  • კომპანიის საბაზრო ღირებულების შეფასება

კომპანიის საბაზრო ღირებულების შეფასებისას ტარდება შემდეგი სამუშაოები: აქტივების შეფასება, მომავალი ფულადი ნაკადების შეფასება და გუდვილის შეფასება

  • ფინანსური ანგარიშგებები

„ალიანს ჯგუფი კაპიტალი“ მომხმარებლებს სთავაზობს ფინანსური ანგარიშგებების მომზადების მომსახურებას, როგორიცაა: მოგება–ზარალის, საბალანსო, ფულადი სახსრების მოძრაობის, კაპიტალის ცვლილების ანგარიშგებების მომზადება, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

  • საგადასახადო კუთხით კომპანიის ფინანსების მართვა

საგადასახადო კუთხით ფინანსების მართვა კომპანიაში ფინანსური დაგეგმარების განუყოფელი ნაწილია. ბიზნესის დაბეგვრის თავისებურებების გათვალისწინებით, ხდება ეფექტური სისტემის შემუშავება, რომელიც გულისხმობს საგადასახადო ვალდებულებების დროულად დათვლას და ბიუჯეტთან ანგარიშწორებას.

  • ბიუჯეტის მოდელირება

ბიუჯეტის სწორი მოდელირება კომპანიის ფინანსური წარმატების წინაპირობაა. სხვადასხვა ტიპის სცენარების გათვალისწინებით, კომპანიის შემოსავლების და ხარჯების დაგეგმარება, კომპანიის ფინანსური სტაბილურობის აუცილებელი ელემენტია.

  • დაფინანსებისთვის საჭირო დოკუმენტების მოწესრიგება

ფინანსური რესურსის მოზიდვამდე აუცილებელია კომპანიაში ყველა საჭირო დოკუმენტაციის წესრიგში მოყვანა. საჭირო დოკუმენტებში იგულისხმება კომპანიის პროფილის, ბიზნეს გეგმის, ბაზრის კვლევის, ფინანსური ანგარიშგებების მომზადება.

 
Globalscope



საფონდო ინდექსები
ინდექსი კურსი ცვლილება
DJIA 18343.8 0
NASDAQ 5682.45 8.24
S&P 500 2309.45 14.78
Nikkei 225 18926.53 -81.07
STOXX 50 3238.04 2.33
FTSE 100 7188.82 2.6
GSE 0.00 0.00
რესურსების ფასები
რესურსი ფასი ცვლილება
ნავთობი 40.94 -0.2
ოქრო 1133.2 1.2
ხორბალი 369.5 -1.25