მარკეტინგის მიმართულება
  • მარკეტინგული გეგმა

    მარკეტინგული გეგმა ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია საბოლოო მომხმარებლის სწორად ინფორმირებისთვის, ბრენდის ცნობადობის გაზრდისა და შედეგად გაყიდვების სტიმულირებისთვის. მარკეტინგული გეგმის ფარგლებში მოხდება: მარკეტინგული მიზნების დასახვა, მარკეტინგული მიქსის შედგენა (4P: Product, Price, Place, Promotion), მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, მარკეტინგული ბიუჯეტის შედგენა.

  • ბაზრის კვლევა

    ინფორმაცია ბაზარზე არსებულ შესაძლებლობებსა და რისკებზე, მიზნობრივ სეგმენტზე, მომხმარებელთა საჭიროებებსა და ქცევაზე, მათ კონკურენტებზე აუცილებელია ბიზნესისთვის, რათა მოახდინოს ბაზარზე სწორი პოზიციონირება, იყოს კონკურენტუნარიანი და აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოახდინოს სამომავლო სტრატეგიის ფორმირება.

  • ბრენდის ჩამოყალიბება

    ძლიერი ბრენდის ჩამოყალიბება ყველა კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მისი ზომის და საქმიანობის სფეროს მიუხედავად. ბრენდის შექმნის მიზანია გაზარდოს სხვაობა კომპანიის თვითღირებულებასა და მის გასაყიდ ფასს შორის. ბრენდის ჩამოყალიბება გულისხმობს: ბრენდის სახელის, ბრენდის ლოგოს, ბრენდის მთავარი მესიჯის, სლოგანის, მისიის და კორპორატიული ფასეულობების შექმნას.

  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება

    ბიზნესისთვის სტაბილური ზრდის მისაღწევად, აუცილებელია გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, რომელიც დასახავს ძირითად მიმართულებებს თუ როგორ უნდა მოხდეს გაყიდვების ზრდა არსებულ და პოტენციურ ბაზრებზე.

 
Globalscope



საფონდო ინდექსები
ინდექსი კურსი ცვლილება
DJIA 18343.8 0
NASDAQ 5682.45 8.24
S&P 500 2309.45 14.78
Nikkei 225 18926.53 -81.07
STOXX 50 3238.04 2.33
FTSE 100 7188.82 2.6
GSE 0.00 0.00
რესურსების ფასები
რესურსი ფასი ცვლილება
ნავთობი 40.94 -0.2
ოქრო 1133.2 1.2
ხორბალი 369.5 -1.25