საინვესტიციო მომსახურება
  • პარტნიორებისა და ინვესტორების მოზიდვა

    „ალიანს ჯგუფი კაპიტალი“ მომხმარებლებს სთავაზობს სასურველი საინვესტიციო პროექტის დასაფინანსებლად საჭირო პარტნიორის ან ინვესტორის მოძიებას. აღნიშნული მომსახურება გულისხმობს მზა ბიზნეს გეგმისა და საინვესტიციო პროექტის წარდგენის შემდგომ, პარტნიორ საფინანსო ინსტიტუტებთან და ფიზიკურ პირებთან მოლაპარაკებების პროცესის წარმართვას, ინვესტირების პირობების შეთანხმების მიზნით.

  • მოკლევადიანი სესხები

    მოკლევადიანი ლიკვიდურობის პრობლემების გადასაჭრელად, კომპანიებისთვის საუკეთესო საშუალებაა მოკლევადიანი სესხები. მოკლევადიანი სესხის გაცემის მიზნობრიობა შესაძლოა იყოს დამწყები ბიზნესებისთვის საკრედიტო ისტორიის შექმნა, რათა შემდგომში სხვა ფინანსურმა ინსტიტუტებმა შეძლონ  აღნიშნული სესხის რეფინანსირება უფრო დაბალი ღირებულების ფინანსური რესურსით.

  • ფონდების მოზიდვა და განთავსება

    ფონდების მოზიდვის და განთავსების მომსახურება განკუთვნილია ადგილობრივი კომპანიებისთვის, რომელთაც სურთ დაფინანსების წყაროს მოძიება. პოტენციური ინვესტორებისთვის საინვესტიციო პროექტების წარდგენით ხდება ფონდების მოზიდვა და განთავსება ადგილობრივ ბიზნესებში.

  • წილის შესყიდვის და გამოსყიდვის ოპერაციები (MBO,LBO)

    აღნიშნული მომსახურება გულისხმობს კომპანიებისთვის ისეთი ტრანზაქციების განხორცილებაში დახმარებას, როგორიცაა, MBO - კომპანიის მენეჯმენტის მიერ წილის შესყიდვის ან გამოსყიდვის ოპერაციები და LBO - სხვა კომპანიის წილის შესყიდვის ოპერაციები, რომელიც სესხის დაფინანსებით ხორციელდება.

  • ფასიანი ქაღალდების (ბონდების, აქციების) გამოშვება

    ეს მომსახურება განკუთვნილია კომპანიებისთვის, რომელთაც სურთ განახორცილონ ფასიანი ქაღალდების ემისია. მომსახურება ითვალისწინებს კომპანიის შეფასებას, ფასიანი ქაღალდების ნომინალური ფასის დადგენას და ემისიასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების განხორციელებას.

  • შერწყმა–გაყოფის ოპერაციები

    კომპანიების განვითარების გარკვეულ ეტაპზე დგება მათი უფრო დიდი ზომის კომპანიებთან შერწყმის, ან მათ მიერ სხვა კომპანიების შესყიდვის საჭიროება. ეს ოპერაციები მიზნად ისახავს გაყიდვებისა და საბაზრო წილის ზრდას, სინერგიის ეფექტის მიღწევას და საბოლოო ჯამში ეფექტურობის გაუმჯობესებას.

  • კომპანიების გაყიდვა

    კომპანიის გაყიდვისას ხდება ბაზარზე მისი პოზიციის ანალიზი, კომპანიის ღირებულების დადგენა, საპროგნოზო ფინანსური უწყისების მომზადება, ინვესტორებთან მოლაპარაკებების წარმოება და საბოლოო ეტაპზე, მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულებების მომზადება.
  • კომპანიების დანაწევრება და ბიზნესიდან გასვლის ოპერაციები

    „ალიანს ჯგუფი კაპიტალი“ კომპანიებს სთავაზობს კონსულტაციას ისეთ საკითხებში, როგორიცაა: ბიზნესიდან გასვლის დროს საწესდებო კაპიტალის განაწილება დამფუძნებლებს შორის, საგადასახადო და ფინანსური საკითხების გადაჭრის ოპტიმალური გზების შეთავაზება.
  • დაკრედიტება

    „ალიანს ჯგუფი კაპიტალი“ მომხმარებლებს სთავაზობს დაკრედიტების მომსახურებას, რომელშიც შედის:

    – კომპანიების მოკლევადიანი და გრძელვადიანი დაკრედიტება

    – საწესდებო კაპიტალში კონვერტირებადი სესხები

    – ჩანაცვლებადი სესხები – ბანკის ან ინვესტორის მიერ გრძელვადიანი სესხების გადაფარვა

    – ალიანს ჯგუფის სხვა შვილობილ კომპანიებთან, ლიზინგთან და მიკროფინანსებთან ერთად სინდიცირებული სესხების გაცემა

 
Globalscope



საფონდო ინდექსები
ინდექსი კურსი ცვლილება
DJIA 18343.8 0
NASDAQ 5682.45 8.24
S&P 500 2309.45 14.78
Nikkei 225 18926.53 -81.07
STOXX 50 3238.04 2.33
FTSE 100 7188.82 2.6
GSE 0.00 0.00
რესურსების ფასები
რესურსი ფასი ცვლილება
ნავთობი 40.94 -0.2
ოქრო 1133.2 1.2
ხორბალი 369.5 -1.25