ჩვენი ისტორია

„ალიანს ჯგუფი კაპიტალი“ 2006 წელს დაარსებული კერძო საკონსულტაციო და საფინანსო კომპანიაა, რომელიც კაპიტალის გაზრდისა და დაფინანსების შესაძლებლობებს სთავაზობს კომპანიებს, რომლებსაც სურთ ბიზნესის ეფექტური მართვა და საინვესტიციო პროექტების განხორციელება-დაფინანსება. დაარსების დღიდან, კომპანიამ მჭიდრო ურთიერთობები დაამყარა ადგილობრივ საბანკო–საფინანსო სფეროსთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. წარმატებული საქმიანობის შედეგად, კომპანიამ საინვესტიციო ფონდების, ფინანსური ინსტიტუტებისა და კერძო ინვესტორებისათვის საიმედო და მყარი პარტნიორის სახელი მოიპოვა. ”ალიანს ჯგუფი კაპიტალი“ წარმოადგენს მნიშვნელოვან დამაკავშირებელ რგოლს კომპანიებსა და უცხოელ ინვესტორებს შორის.

„ალიანს ჯგუფი კაპიტალის“ მისიაა უზრუნველყოს ისეთ მზარდ კომპანიებსა და პროექტებში ინვესტირება, რომლებსაც წარმატების რეალური პერსპექტივა გააჩნიათ. ექსპერტთა და პროფესიონალთა გუნდი ახდენს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას გრძელვადიანი განვითარებისათვის. კომპანიის ყველა მომსახურება მომხმარებელთა საჭიროებებსა და მოთხოვნებზეა მორგებული.

2014 წელს „ალიანს ჯგუფი კაპიტალი“, პირველი საინვესტიციო და საკონსულტაციო კომპანია გახდა ამიერკავკასიაში, რომელიც საერთაშორისო M&A ქსელის, Globalscope–ს წევრი გახდა. აღნიშნული ქსელის წევრობით, AGC–ს შეუძლია დაეხმაროს ადგილობრივ კომპანიებს, რომლებიც გეგმავენ ახალი ბიზნესების შეძენა გაფართოებას, შერწყმას, გაყიდვას, რესტრუქტურიზებას ან საერთაშორისო ერთობლივი საწარმოებისა თუ ლიცენზიების აღებას.

კონკურენტული უპირატესობები

  • ადგილობრივი ბაზრის საფუძვლიანი ცოდნა
  • პროფესიონალიზმი, გამოცდილება და კავშირები მთელი მსოფლიოს მასშტაბით
  • სოლიდური საერთაშორისო პარტნიორები
  • თანამშრომლობა საქართველოში არსებულ ყველა წამყვან ბანკთან
  • პროდუქტები და მომსახურება, რომელიც მაქსიმალურად არის მორგებული მომხმარებლის საჭიროებებზე

„ალიანს ჯგუფი კაპიტალი“ პარტნიორობს შემდეგ საერთაშორისო ფონდებთან და ორგანიზაციებთან:

  • ლონდონში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდი GML Capital, რომელიც განვითარებად ბაზრებზე ახორციელებს ინვესტიციებს;
  • საერთაშორისო M&A ქსელი, GLOBALSCOPE PARTNERS;
  • Global Investment Advisors, Inc. (GIA) - საკრედიტო რეიტინგის მომსახურების საერთაშორისო კომპანია;
  • საერთაშორისო საფინანსო და საინვესტიციო ფონდები, რომლებიც დსთ-ს, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ახორციელებს ინვესტიციებს;
  • ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის "ბიზნესის საკონსულტაციო მომსახურების" BAS პროგრამა.

„ალიანს ჯგუფი კაპიტალი“ დამფუძნებელია სს “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი,  რომელიც 2005 წელს ქართველი, ამერიკელი და ევროპელი აქციონერების მიერ დაარსდა. "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“, სხვა შვილობილი კომპანიების მეშვეობით, ასევე მოღვაწეობს შემდეგ სფეროებში: ლიზინგი, მიკროფინანსები, ქონების შეფასება და მართვა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ფინანსური კონსულტაცია, ენერგეტიკა და ბიზნეს ინფორმაცია.

 
Globalscope



საფონდო ინდექსები
ინდექსი კურსი ცვლილება
DJIA 18343.8 0
NASDAQ 5682.45 8.24
S&P 500 2309.45 14.78
Nikkei 225 18926.53 -81.07
STOXX 50 3238.04 2.33
FTSE 100 7188.82 2.6
GSE 0.00 0.00
რესურსების ფასები
რესურსი ფასი ცვლილება
ნავთობი 40.94 -0.2
ოქრო 1133.2 1.2
ხორბალი 369.5 -1.25