სიახლეები
20.01.2015 - ტრეინინგი გერმანული სანაყინე, ლუკა პოლარეს თანამშრომლებისთვის
„ალიანს ჯგუფ კაპიტალმა“ გერმანულ–ქართულ სანაყინე, ლუკა პოლარეს (LUCA POLARE) თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარა, თემაზე „ტრეინინგი ტრენერებისთვის“. სამ–დღიანი ტრეინინგის მიზანი ტრეინინგების ჩატარების უახლესი ტექნოლოგიების გაცნობა და ახალი პერსონალის სწავლების პროცესის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება იყო.

“ალიანს ჯგუფ კაპიტალის“ პროგრამის შედეგად, თანამშრომლებმა შეისწავლეს ტრეინინგის დაგეგმვის, ჩატარების, ჯგუფის მართვის და ფასილიტაციის უნარ–ჩვევები, რაც მათ დაეხმარებათ ახალი თანამშრომლებისთვის ეფექტური ტრეინინგების ჩასატარებლად. ტრეინინგის ბოლოს, მონაწილეებს გადაეცათ „ალიანს ჯგუფი კაპიტალის“ სერთიფიკატები.

კომპანია „ლუკა პოლარე“ გერმანულ–ქართული საოჯახო ბიზნესია, რომელმაც ფუნქციონირება 2008 წელს დაიწყო. დღეს, კომპანია 4 სანაყინეს ამუშავებს თბილისის მასშტაბით და მომხმარებელს 26 სხვადასხვა დასახელების ნაყინს სთავაზობს, რომელიც დამზადებულია ორიგინალური იტალიური რეცეპტის მიხედვით და არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებსა და არომატიზატორებს. კომპანიის მთავარი პრიორიტეტია თავის მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის პროდუქცია და მომსახურების სერვისი შესთავაზოს.

 
Globalscope



საფონდო ინდექსები
ინდექსი კურსი ცვლილება
DJIA 18343.8 0
NASDAQ 5682.45 8.24
S&P 500 2309.45 14.78
Nikkei 225 18926.53 -81.07
STOXX 50 3238.04 2.33
FTSE 100 7188.82 2.6
GSE 0.00 0.00
რესურსების ფასები
რესურსი ფასი ცვლილება
ნავთობი 40.94 -0.2
ოქრო 1133.2 1.2
ხორბალი 369.5 -1.25