სიახლეები

დღეს, „ალიანს ჯგუფ კაპიტალსა“ და გერმანულ არქიტექტურულ კომპანია „ჯი–ეი–ნიკიშს“ (GA Niekisch) შორის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. თანამშრომლობის ფარგლებში, საგურამოს საცხოვრებელი კომპლექსისთვის გერმანული არქიტექტურული ფირმა მოამზადებს საცხოვრებელი სახლის სამ განსხვავებულ 3D პროექტს და მშენებლობის გენერალურ გეგმას. გერმანული კომპანია შეირჩა გერმანული ხარისხისა და მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.

„ალიანს ჯგუფ კაპიტალმა“ კომპანია „ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსის“ (GASA) თანამშრომლებს ჩაუტარა ტრენინგი თემაზე „გაყიდვების სტრატეგია და კლიენტების ეფექტური მომსახურება“. ტრენინგის მიზანი გაყიდვების უახლესი ტექნოლოგიების გაცნობა და მომხმარებელთან ეფექტური მომსახურების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება იყო.

„ალიანს ჯგუფი კაპიტალი“, პირველი საინვესტიციო და საკონსულტაციო კომპანიაა ამიერკავკასიაში, რომელიც საერთაშორისო M&A ქსელის, Globalscope–ს წევრი გახდა.

„ალიანს ჯგუფი კაპიტალი“ უერთდება საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივას და ქართული ეროვნული ვალუტის – ლარის ახალი სიმბოლოს პოპულარიზაციის მიზნით, პრაქტიკაში ნერგავს ლარის განახლებული სიმბოლოს გამოყენებას.

„ალიანს ჯგუფ კაპიტალმა“ დაბალალკოჰოლური სასმელების იმპორტიორი კომპანია, შპს „რევოგრუფი“ დააფინანსა. კომპანია 2011 წელს დაარსდა. იგი არის „შეიკ კოქტეილსა“ და ,,რევოს“ ექსკლუზიური დილერი საქართველოში.
 
Globalscope



საფონდო ინდექსები
ინდექსი კურსი ცვლილება
DJIA 18343.8 0
NASDAQ 5682.45 8.24
S&P 500 2309.45 14.78
Nikkei 225 18926.53 -81.07
STOXX 50 3238.04 2.33
FTSE 100 7188.82 2.6
GSE 0.00 0.00
რესურსების ფასები
რესურსი ფასი ცვლილება
ნავთობი 40.94 -0.2
ოქრო 1133.2 1.2
ხორბალი 369.5 -1.25