საინვესტიციო პროექტები

დაარსების დღიდან, „ალიანს ჯგუფ კაპიტალმა“ საინვესტიციო მომსახურება გაუწია ათობით ქართულ ორგანიზაციას. „ალიანს ჯგუფი კაპიტალის“ მიერ ჯამში მოზიდულ იქნა 100 მილიონ ლარამდე ინვესტიცია, რომლის მეშვეობით დაფინანსდა როგორც დამწყები პროექტები, ასევე უკვე მოქმედ, მსხვილ კომპანიებს მიეცათ გაფართოების საშუალება.

კლიენტებთან გაფორმებული კონფიდენციალური ხელშეკრულების გათვალისწინებით, გთავაზობთ მცირე ჩამონათვალს იმ პროექტებისა, რომლის დაფინანსებაში კომპანიამ მიიღო მონაწილეობა:

–        შპს ,,შარაგზამშენი პირველი

ასფალტ-ბეტონის მწარმოებელ კომპანია შპს ,,შარაგზამშენ პირველსა“ და „ალიანს ჯგუფ კაპიტალს“ შორის თანამშრომლობა 2014 წლის გაზაფხულზე დაიწყო  და დღემდე წარმატებით გრძელდება.

კლიენტს ესაჭიროებოდა მოკლევადიანი სესხის აღება (bridge loan) ტენდერში მონაწილეობისთვის, საბანკო გარანტიის მისაღებად. კომპანიის ფინანსური ანალიზისა და რისკების შეფასების შემდეგ, „ალიანს ჯგუფმა“ აღნიშნულ მომხმარებელს  უშუამდგომლა ერთ–ერთ უცხოურ ბანკთან. შედეგად, კომპანიამ მისთვის მისაღები პირობებით მოიპოვა სასურველი დაფინანასება, სასურველ დროში და შეძლო ტენდერში გამარჯვება.

–        მცირე ჰიდროელექტრო სადგური

„ალიანს ჯგუფ კაპიტალმა“ წარმატებულად მოიძია ფინანსური რესურსი ლოპოტას ჰესისთვის, მისი შემდგომი რეაბილიტაციისა და დამატებითი დანადგარების  აღჭურვის მიზნით. ლოპოტას ჰესი მდებარეობს კახეთის რაიონის სოფელ ნაფარეულში.  ამჟამად, ლოპოტას ჰესში დასაქმებულია 19 ადგილობრივი მოსახლე. ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით მარაგდება მიმდებარე სოფლები.

–        ბათუმის კოშკი

"ალიანს ჯგუფი კაპიტალის" მიერ დაფინანსდა ბათუმში რესტორნის რემონტი და აღჭურვილობის შეძენა.

ბათუმის კოშკში განთავსებულია ოთხი ბარი და ერთი რესტორანი. კოშკი საჭიროებდა გარე ეზოსა და ღია ბარის ინვენტარის განახლებას.

პროექტის განხორციელებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აღნიშნული ბიზნესის წარმატებაში და ის გახადა ბათუმის ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული ადგილი.

–        დაფნის ზეთის მწარმებელი ქარხანა

"ალიანს ჯგუფი კაპიტალის" მიერ დაფინანსდა დაფნის ზეთის მწარმოებელი ქარხანა სამეგრელოს რაიონში. პროექტი მიზნად ისახავდა შპს „ეთერზეთის” ბაზაზე ეთეროვანი ზეთების წარმოებას, ადგილობრივი ადამიანური და ბუნებრივი რესურსების გამოყენებით. 

კომპანიის მიერ ქარხნისთვის მოძიებული დაფინანსებით მოხდა საწარმოო პროცესების სრულყოფისთვის დანადგარების შეძენა, რამაც უზრუნველყო პროდუქციის მაღალი ხარისხის მიღება და წარმოების ეფექტიანობის ამაღლება.

–        ნატახტარის ხახვი

2011 წლის მარტის დასწყისში, კომპანიამ განახორციელა საინვესტიციო პროექტი ნატახტარში, კერძოდ კომპანიამ დააფინანსა ეკოლოგიურად სუფთა ხახვის მოყვანა 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე. 

დათესვისას გამოყენებული იყო საუკეთესო ჯიშის ჰოლანდიური თესლი. დათესვა განხორციელდა საუკეთესო მოსავალის მისაღებად საჭირო ყველანაირი პროცედურის დაცვით.

–       ბოლნისის კარტოფილი

2011 წლის მარტის ბოლოს, კომპანიამ განახორციელა ინვესტიცია ბოლნისში, 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ეკოლოგიურად სუფთა, ნიტრატების გარეშე, კარტოფილის მოყვანის პროექტში.

 

 


 
Globalscope



საფონდო ინდექსები
ინდექსი კურსი ცვლილება
DJIA 18343.8 0
NASDAQ 5682.45 8.24
S&P 500 2309.45 14.78
Nikkei 225 18926.53 -81.07
STOXX 50 3238.04 2.33
FTSE 100 7188.82 2.6
GSE 0.00 0.00
რესურსების ფასები
რესურსი ფასი ცვლილება
ნავთობი 40.94 -0.2
ოქრო 1133.2 1.2
ხორბალი 369.5 -1.25