ჩატარებული კვლევები

„ალიანს ჯგუფ კაპიტალს“ მდიდარი გამოცდილება აქვს სხვადასხვა ტიპის ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევების ჩატარების მიმართულებით.

–        მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა – 2011

2011 წლიდან, „ალიანს ჯგუფი კაპიტალი“ ყოველწლიურად ატარებს მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევას „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფისა“ და „ალიანს ჯგუფი ლიზინგისთვის“. კვლევის მიზანია, გაწეული მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, მომხმარებლების კმაყოფილების დონის განსაზღვრა და რეკომენდაციების შემუშავება კომპანიის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით. კვლევა ჩატარდა რაოდენობრივი კვლევის მეთოდის გამოყენებით. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 1000 მომხმარებლიდან შეირჩა 50 კლიენტი, რომელთანაც ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვა (4 ღია და 19 დახურული კითხვა).

–        ყავის ბაზრის კვლევა – 2012

„ალიანს ჯგუფ კაპიტალმა“ განახორციელა საქართველოში ყავის მოთხოვნის საბაზრო კვლევა, რომლის მიზანი იყო ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამოკვლევა. კვლევა ჩატარდა სამაგიდო და რაოდენობრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით. მასში მონაწილეობა მიიღო 243–მა რესპოდენტმა, რომელმაც შეავსო სპეციალური კითხვარი (1 ღია და 18 დახურული კითხვა) ინტერნეტის მეშვეობით. შედეგად, გამოვლინდა მომხმარებლების ქცევის ფაქტორები და კრიტერიუმები, რომელსაც ისინი უპირატესობას ანიჭებენ ყავის ყიდვისას. ანალიზის საფუძველზე, შემუშავდა რეკომენდაციები პროდუქტის განვითარების მიზნით.

–        საავტომობილო ბაზრის კვლევა – 2013

„ალიანს ჯგუფ კაპიტალმა“ ჩაატარა საავტომობილი ბაზრის კვლევა „ტოიოტა ცენტრი თბილისისთვის“, რომლის მიზანი იყო საავტომობილო ბაზარზე არსებული მდგომარეობის დადგენა, ძირითადი მომწოდებლებისა და მომხმარებლების გამოვლენა, მომხმარებლის ქცევისა და კრიტერიუმების განსაზღვრა ავტომობილის შეძენისას.

კვლევა ჩატარდა სამაგიდო და რაოდენობრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით. მასში მონაწილეობა მიიღო 340–მა რესპოდენტმა. აქედან, 280–მა რესპოდენტმა შეავსო სპეციალური კითხვარი ინტერნეტის მეშვეობით, ხოლო სატელეფონო გასაუბრებით გამოიკითხა 50 ბიზნესის წარმომადგენელი და ათი ავტომანქანების დილერი კომპანია.

კვლევის შედეგად, გამოვლინდა ბაზარზე არსებული მოთხოვნა და კომპანიას საშუალება მიეცა, მომხმარებლებისთვის შეეთავაზებინა მათ საჭიროებებზე მორგებული მომსახურება.

–        ავტო ტექ–მომსახურების ბაზრის კვლევა -  2013

კვლევის მიზანი იყო ავტო ტექ–მომსახურების მოთხოვნისა და სიხშირის გამოვლენა, ასევე, ავტო–მფლობელების ქცევისა და კრიტერიუმების დადგენა, მომსახურების შერჩევის დროს.

კვლევა ჩატარდა სამაგიდო და რაოდენობრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით. გამოიკითხა ავტო–მფლობელები და სხვადასხვა ტიპის სერვისის მომწოდებლები. სამაგიდო მეთოდის გამოყენებით, გამოვლინდა სტატისტიკური ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან და ბიზნეს ინფორმაციის სააგენტოდან.

კვლევის შედეგად, გამოვლინდა ავტო ტექ–მომსახურების მიმართულებით ბაზარზე არსებული მოთხოვნა და კომპანიას საშუალება მიეცა, მომხმარებლებისთვის შეეთავაზებინა მათ საჭიროებებზე მორგებული მომსახურება.

–        საკონსულტაციო ბაზრის კვლევა – 2013

„ალიანს ჯგუფ კაპიტალმა“ ჩაატარა საკონსულტაციო ბაზრის კვლევა, საკუთარი საჭიროებების მიზნით. კვლევის მიზანი იყო საკონსულტაციო სექტორის შესწავლა, კონკურენტების ხარისხის, პროექტების, ფასების დადგენა და აგრეთვე, ბაზარზე საკონსულტაციო მომსახურების მოთხოვნის განსაზღვრა.

200 საკონსულტაციო კომპანიიდან, გამოიკითხა 62 კომპანია (35%). კვლევა ჩატარდა ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე, განხორციელდა სატელეფონო გამოკითხვა, ხოლო მეორე ეტაპზე, გამოკითხვა ჩატარდა ელ–ფოსტის მეშვეობით. შემუშავებული იყო 19 დონიანი კითხვარი (11 ღია და 8 დახურული კითხვა).

კვლევაში მონაწილე კომპანიების 81%–მა გამოხატა სურვილი, შეეძინა კვლევის შედეგები, საკუთარი საქმიანობისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

 
Globalscope



საფონდო ინდექსები
ინდექსი კურსი ცვლილება
DJIA 18343.8 0
NASDAQ 5682.45 8.24
S&P 500 2309.45 14.78
Nikkei 225 18926.53 -81.07
STOXX 50 3238.04 2.33
FTSE 100 7188.82 2.6
GSE 0.00 0.00
რესურსების ფასები
რესურსი ფასი ცვლილება
ნავთობი 40.94 -0.2
ოქრო 1133.2 1.2
ხორბალი 369.5 -1.25