(+995 32) 242 4181

მ. კოსტავას ქ 47/57, 0179, თბილისი, საქართველო

info@agc.ge

ალიანს ჯგუფი კაპიტალი საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე - განვითარებადი ბაზრების ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები

საინვესტიციო და საკონსულტაციო კომპანია ალიანს ჯგუფი კაპიტალმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე, რომელიც 19 ივნისს უკვე მეოთხედ გაიმართა სს ბიასა და ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის ორგანიზებით.

2019 წლის ბია ფორუმმა გააერთიანა FSU ქვეყნების წამყვანი სექტორის ლიდერები საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოსაჩენად, პოტენციური ინვესტორები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც გაეცნენ ბიზნესის კეთების შესაძლებლობებს FSU ქვეყნებში და მაღალი რანგის ექსპერტები, რომლებმაც დამსწრე აუდიტორიას გააცნეს ეკონომიკის აქსელერაციის შესაძლებლობები ველს (Wealth) და ოჯახური ბიზნესების (family offices) მენეჯმენტის საშუალებით.

ფორუმის სამიზნე აუდიტორიამ მოიცვა წარმომადგენლები რეგიონალური საინვესტიციო საზოგადოებიდან, მათ სორის: მთავრობის წარმომადგენლები, მინისტრები, გლობალური კომპანიების აღმასრულებლები, საინვესტიციო სააგენტოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, დიპლომატიური კორპუსისა და ასოციაციების წარმომადგენლები.

ფორუმზე, პანელურ სესიებსა და B2B შეხვედრებზე განხილული იყო შემდეგი თემები:

·         FSU ქვეყნების რეგიონალური ეკონომიკა

·         კერძო და ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო პერსპექტივები FSU ქვეყნებში

·         ველს (Wealth) და ოჯახური ბიზნესის (family offices) მართვა FSU ქვეყნებში

·         სალიზინგო შესაძლებლობები განვითარებადი ბაზრებისთვის

ფორუმზე წარმოდგენილი კერძო საინვესტიციო პროექტების პორტფელები ინვესტორებს დახურულ შეხვედრებზე წარუდგინა ფორუმის პარტნიორმა საინვესტიციო და საკონსულტაციო კომპანია AGC-მ.