(+995 32) 242 4181

მ. კოსტავას ქ 47/57, 0179, თბილისი, საქართველო

info@agc.ge

”ალიანს ჯგუფი კაპიტალმა” ITNovation-ის შეფასებაზე მუშაობა დაასრულა

“აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის პროექტის (EPI) ფარგლებში, „ალიანს ჯგუფი კაპიტალი” საკონსულტაციო საპილოტე პროგრამის მონაწილედ შეირჩა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ინფორმაციულიტექნოლოგიების კომპანია, ITNovation-ს გაეწია დეტალური საკონსულტაციო მომსახურება ორგანიზაციული დიაგნოსტიკის მიმართულებით, კერძოდ:მარკეტინგის, გაყიდვების, ფინანსების, კადრების მართვისა და იურიდიული საკითხების მოგვარებისა და განვითარებისათვის. შეფასების პროცესში ჩართული იყო რამდენიმე სხვადასხვა პროფილის სპეციალისტი, მათ შორის “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის” პროფესიონალთა გუნდი. შეფასების ანგარიში და რეკომენდაციები კომპანიის მენეჯმენტს უკვე გადაეგზავნა. 
შედგა შეხვედრა კომპანიის მენეჯმენტის გუნდთან, რომელთაც გამოთქვეს დაინტერესება, მომავალშიც გააგრძელონ თანამშრომლობა “ალიანს ჯგუფი კაპიტალთან”.”