(+995 32) 242 4181

მ. კოსტავას ქ 47/57, 0179, თბილისი, საქართველო

info@agc.ge

netcom

M&A

AGC-ს საინვესტიციო ჯგუფი დაგეხმარებათ გაზარდოთ კომპანიის ღირებულება და მომგებიანობა შერწყმასა და შესწყიდვაზე ორიენტირებული ოპერაციებით.

კომპანიების განვითარების გარკვეულ ეტაპზე დგება მათი უფრო დიდი ზომის კომპანიებთან შერწყმის, ან მათ მიერ სხვა კომპანიების შესყიდვის საჭიროება. ეს ოპერაციები მიზნად ისახავს გაყიდვებისა და საბაზრო წილის ზრდას, სინერგიის ეფექტის მიღწევას და საბოლოო ჯამში ეფექტურობის გაუმჯობესებას.

M&A გარიგებების მართვის დიდი გამოცდილება, ადგილობრივი ბაზრის საფუძვლიანი ცოდნა და Globalscope-ის საერთაშორისო ქსელის წევრობა, საშუალებას აძლევს AGC-ს ჰქონდეს წვდომა საერთაშორისო საინვესტიციო პროექტების ფართო სპექტრზე და უზრუნველყოს საუკეთესო შედეგი ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

ჩვენი კონსულტაცია M&A  ტრანსაქციებში ეფუძნება სისტემურ ანალიზსა და ჩვენს კლიენტებთან მუდმივ კომუნიკაციას, რომლის მიზანია კლიენტის მიზნებსა და საჭიროებებზე მორგებული ბიზნეს გადაწყვეტილებების შემუშავება. აქედან გამომდინარე, ჩვენ განვითარებული გვაქვს გრძელვადიანი ბიზნეს ურთიერთობები ყველა წამყვან საერთაშორისო ინვესტორთან რაც უზრუნველყობს ჩვენი კლიენტების მაქსიმალურად მომგებიან M&A გარიგებებში მონაწილეობას.

AGC სპეციალიზირდება კომპანიის გაყიდვის, შესყიდვის, და კომპანიების შერწყმის ოპერაციებზე:

კომპანიის გაყიდვასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურება

AGC ფლობს მნიშვნელოვან გამოცდილებას კომპანიების და ბიზნესის წილების გაყიდვასთან დაკავშირებულ ტრანსაქციებში. ჩვენ ვთანამშრომლობთ Globalscope-ის პარტნიორებთან მსოფლიოს მასშტაბით და გვაქვს წვდომა უნიკალურ საერთაშორისო პლატფორმაზე, სადაც AGC საინვესტიციო კონსულტანტებს შესაძლებლობა აქვთ ატვირთონ ნებისმიერი დაინტერესებული კომპანიის საინვესტიციო მანდატი რომელიც მომენტალურად ხელმისაწვდომი გახდება პოტენციური ინვესტორებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. წარმატებული M&A გარიგების უზრუნველყოფის და ბიზნესის ღირებულების მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, ტრანსაქციების განხორციელების პროცესში, AGC გუნდი აქტიურად და ინტეგრირებულად მუშაობს კომპანიის მფლობელებთან.

კომპანიის შესყიდვასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურება

AGC ორიენტირებულია კომპანიის შესყიდვასთან დაკავშირებული მომგებიანი სტრატეგიის შემუშავებაზე. ჩვენ ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს მონაწილეობა მიიღონ მაღალი სარგებლის მიღების პოტენციალის მქონე, ინოვაციურ და უსაფრთხო ბიზნეს გარიგებებში. სოლიდური საერთაშორისო პარტნიორების ქსელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მრავალწლიანი გამოცდილება სექტორში, საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ კომპანიების შესყიდვასთან დაკავშირებული ოპერაციები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი ყველა დაინტერესებული მხარისთვის.  

კომპანიის გაყიდვასა და შესყიდვასთან დაკავშირებული პროექტების მართვის პროცესში, AGC უზრუნველყობს მიზნების სწორად დასახვას, წინასაინვესტიციო ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზის ჩატარებას, სტრატეგიული გეგმის შედგენას, შეფასების მომზადებას, რესტრუქტურიზაციის ტრანსაქციების დაგეგმვას, მოლაპარაკებების უშუალოდ წარმართვას და პროექტის წარმატებისათვის აუცილებელი ყველა სხვა პროცესის მართვას.

კომპანიების შერწყმასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურება

AGC საინვესტიციო გუნდი დაგეხმარებათ განახორციელოთ სხვა კომპანიასთან შერწყმის, გაერთიანების წარმატებული გარიგება როგორც საქართველოში ასევე გლობალურ ბაზრებზე და შესაბამისად გაზარდოთ თქვენი კომპანიის გაყიდვები და საბაზრო წილი.   

სხვა M&A სერვისები:

  • M&A კონსულტაცია
  • მზადყოფნის განხილვა (M&A გამოყოფა)
  • ძირითადი კომპეტენცია და სამრეწველო ანალიზი 
  • კონკურენტების და ბაზრის რეაგირების ანალიზი
  • ერთობლივი საწარმოს/ალიანსის  შეფასება
  • წილის შესყიდვის და გამოსყიდვის ოპერაციები (MBO)
  • კორპორატიული რესტრუქტურიზაცია