ალიანს ჯგუფი კაპიტალი ამაყობს, რომ გლობალსკოპის ოჯახის წევრია. Globalscope არის მსოფლიოს წამყვანი M&A ქსელი რომელიც დაარსდა 1987 წელს და მას შემდეგ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ სფეროში, აფინანსებს და მართავს ბიზნესის შესყიდვების, გაფართოების და რესტრუქტურიზების ტრანსაქციებს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.
ჩვენ გვაქვს სიღრმისეული ცოდნა კაპიტალის საერთაშორისო ბაზრების, კონკრეტულ დარგებში ინვესტორების, მყიდველებისა და კერძო კაპიტალის ჯგუფების შესახებ ყველა კონტინენტზე. ჩვენ ვაანალიზებთ თქვენს ბიზნეს შესაძლებლობებსა და ღირებულებას. ჩვენ ვპოულობთ საუკეთესო მყიდველს ან ინვესტორს თქვენთვის. ჩვენ ვიღწვით შევქმნათ საუკეთესო კაპიტალი ჩვენი კლიენტებისთვის.
გლობალოსკოპის ძირითადი ღირებულებებია:
1. გამჭვირვალეობა და პარტნიორობა
ჩვენი პარტნიორობა და გამჭვირვალეობა აკავშირებს ბიზნესს და ინვესტორებს გლობალურ ბაზარზე. ინვესტორთა ფართო არჩევანი ზრდის როგორც კონკურენციას, ასევე სწორი ინვესტორის პოვნის ალბათობას - შესაბამისად, ჩვენი კლიენტებისთვის უმაღლესი შედეგების მომტანია.
2. შეუპოვარი მეწარმეობა
ჩვენი გლობალური ოჯახის წევრები თავად არიან შეუპოვარი მეწარმეები, ასე რომ, ჩვენ ვიბრძვით ყველა დაბრკოლების გადასალახად ჩვენი კლიენტებისთვის, საუკეთესო გარიგების მიღწევაში. ჩვენ ვიყენებთ ჩვენს სიღრმისეულ ცოდნას ადგილობრივი ბაზრის, კორპორატიული და ფინანსური ინვესტორების შესახებ ყველა სექტორში, საუკეთესო ღირებულების შესაქმნელად.
3. ერთი ბრენდის ხარისხი
ჩვენი ყველა კლიენტი ჩვენი პრიორიტეტია - ყველა ქვეყანაში და ყველა ენაზე, ჩვენ ვიცით, როგორ მივაღწიოთ წარმატებას მათთვის. ნებისმიერ ქვეყანაში, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ჩვენი ყველა წევრი მუშაობს იმავე ხარისხით და სულისკვეთებით. ეს სინერგია ქმნის წარმატებას.