15-16 აპრილს საქართველოს ბანკის სათაო ოფისში ორ დღიანი საერთაშორისო სამეწარმეო ღონისძიება გაიმართა, ინოვაციების და მეწარმეობის განვითარების ცენტრის , USAID-REG–ისა და საქართველოს ბანკის ორგანიზებით. პროექტი მოიცავდა ლექციებს, ვორქშოფებს და პანელ დისკუსიებს, ქართველი და უცხოელი სპიკერების მონაწილეობით, რომელშიც „ალიანს ჯგუფი კაპიტალის“ გენერალური დირექტორი, ბ–ნი აიეტ კუკავაც იღებდა მონაწილეობას.
ღონისძიების პირველი დღე ორიენტირებული იყო მეწარმეობის პოპულარიზაციაზე, მეორე დღე კი ადგილობრივი და საერთაშორისო ინკუბატორების, აქსელერატორების და საინვესტიციო ფონდების გამოცდილების გაზიარებას დაეთმო.
ბატონი აიეტი დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა პრეზენტაციით – IT Technologies in Georgia, სადაც ვრცლად განიხილა საქართველოში ტექნოლოგიების მიმართულებით არსებული ტენდენციები და ისაუბრა ალიანს ჯგუფის ინვესტიციების შესახებ ამ სფეროში. ღონისძიება პანელ დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც მონაწილეებს საშუალება მიეცათ, მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.
პროექტი Tbilisi FTW ”გლობალური მეწარმეობის კვირეულის” ფარგლებში ჩატარდა.