ორი წლის მანძილზე, ყოველ 3-4 თვეში ერთხელ, უკრაინიდან სტაბილურად ხორციელდებოდა პროდუქციის იმპორტი. "ალიანს ჯგუფი კაპიტალის" დაფინანსების შედეგად, რევოგრუფის ეფექტური მუშაობით ათვისებული სავაჭრო ობიექტების რიცხვმა 100-ს მიაღწია, რის შედეგადაც, კომპანიის ბრუნვა თვეში 13-15 ათას ლარამდე გაიზარდა.
გაყიდვების ზრდიდან გამომდინარე, „რევოგრუფმა“ „ალიანს ჯგუფ კაპიტალს“ დამატებითი სახსრების გამოსაყოფად მიმართა. მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემდეგ, მიღებული თანხით კომპანიამ დამატებით შეიკის კოქტეილების დატვირთული კონტეინერი ჩამოიტანა. შედეგად, კომპანიის გეგმა, აეთვისებინა თბილისში არსებული მაღაზიების 30%, რაც დაახლოებით 700 სავაჭრო წერტილს შეადგენს, შესრულდა. კომპანიამ აითვისა ყველა ქსელური სუპერმარკეტი და შესაბამისად, კომპანიის ბრუნვა, მოცულობა და ცნობადობა ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა.