„ალიანს ჯგუფი კაპიტალი“ უერთდება საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივას და ქართული ეროვნული ვალუტის – ლარის ახალი სიმბოლოს პოპულარიზაციის მიზნით, პრაქტიკაში ნერგავს ლარის განახლებული სიმბოლოს გამოყენებას.
ამიერიდან, „ალიანს ჯგუფი კაპიტალი“ ყოველდღიურ საქმიანობაში გამოიყენებს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული ლარის სიმბოლოს ხელშეკრულებებში თანხის მინიშნებისას, ინვოისების გაფორმებისას, სარეკლამო ბროშურებსა და ბანერებზე, ვებგვერდებსა და კომპანიის მიერ გამოყენებულ ელექტრონულ სისტემებში.
„ალიანს ჯგუფი კაპიტალი“ მოუწოდებს საქართველოში მოქმედ ორგანიზაციებს, შემოუერთდეს აღნიშნულ მოწოდებას, რათა ხელი შეუწყონ ლარის ახალი სიმბოლოს პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.