(+995 32) 242 4181

პეტრე მელიქიშვილის ქ. 8ა, 0179, თბილისი, საქართველო

info@agc.ge

„ალიანს ჯგუფი კაპიტალი“ საერთაშორისო M&A ქსელის, GLOBALSCOPE PARTNERS, წევრი გახდა

„ალიანს ჯგუფ კაპიტალმა“ კომპანია „ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსის“ (GASA) თანამშრომლებს ჩაუტარა ტრენინგი თემაზე „გაყიდვების სტრატეგია და კლიენტების ეფექტური მომსახურება“. ტრენინგის მიზანი გაყიდვების უახლესი ტექნოლოგიების გაცნობა და მომხმარებელთან ეფექტური მომსახურების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება იყო.

“ალიანს ჯგუფ კაპიტალის“ პროგრამის შედეგად თანამშრომლებმა შეისწავლეს გაყიდვების უახლესი სტრატეგიები, გაეცნენ მომხმარებლის ფსიქოლოგიას, გაიუმჯობესეს დამარწმუნებელი კომუნიკაციის და ეფექტური მომსახურების უნარ–ჩვევები, შეისწავლეს მომხმარებელთან ურთიერთობის ვერბალური, არავერბალური და პარავერბალური  ასპექტები. ტრენინგის ბოლოს, მონაწილეებს გადაეცათ „ალიანს ჯგუფი კაპიტალის“ სერთიფიკატები.

კომპანია GASA 2010 წელს დაფუძნდა და ის მაშინვე გახდა Pegasus Airlines-ის გენერალური სავაჭრო აგენტი საქართველოში. კომპანია, ასევე გერმანიის სარკინიგზო ოპერატორის ‘Deutsche Bahn’-ის,  ისრაელის ავიახაზების ARKIA-ს და Air Arabia-ს ოფიციალური სავაჭრო წარმომადგენელია.

„ალიანს ჯგუფ კაპიტალი“ იურიდიულ და ასევე ფიზიკურ პირებს, სთავაზობს ბიზნეს ტრენინგებს, რომლის მიზანია დაეხმაროს ბიზნეს სფეროში დასაქმებულებს გააუმჯობესონ და განავითარონ თავიანთი პროფესიული უნარ-ჩვევები, შეიტანონ ცვლილებები თანამშრომლის ქცევაში, დახვეწონ ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის ხელოვნება და დაეუფლონ თვითეფექტურობის ტექნიკებს.