დღეს, „ალიანს ჯგუფ კაპიტალსა“ და გერმანულ არქიტექტურულ კომპანია „ჯი–ეი–ნიკიშს“ (GA Niekisch) შორის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. თანამშრომლობის ფარგლებში, საგურამოს საცხოვრებელი კომპლექსისთვის გერმანული არქიტექტურული ფირმა მოამზადებს საცხოვრებელი სახლის სამ განსხვავებულ 3D პროექტს და მშენებლობის გენერალურ გეგმას. გერმანული კომპანია შეირჩა გერმანული ხარისხისა და მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.
„ალიანს ჯგუფ კაპიტალმა“ დაიწყო ახალი საცხოვრებელი კომპლექსის დეველოპმენტი საგურამოში. კომპლექსი მდებარეობს თბილისიდან 15 წუთის სავალ მანძილზე, არაგვის ნაპირთან, ეკოლოგიურად სუფთა და წყნარ ადგილზე და იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ასევე სააგარაკეთ. დაინტერესებულ პირს შეუძლია შეიძინოს 400-500 კვ. მ. ნაკვეთი 12,000 აშშ დოლარიდან. მყიდველს ნაკვეთში გადახდილ ღირებულებაში გადაეცემა გერმანული ფირმის მიერ მომზადებული პროექტი.
კომპლექსი უზრუნველყოფილი იქნება კომუნიკაციებით, დაცვით, მწვანე ნარგავებით, შიდა გზებით, საბავშვო სათამაშოებით აღჭურვილი მოედნითა და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით.