“ალიანს ჯგუფ კაპიტალის“ პროგრამის შედეგად, თანამშრომლებმა შეისწავლეს ტრეინინგის დაგეგმვის, ჩატარების, ჯგუფის მართვის და ფასილიტაციის უნარ–ჩვევები, რაც მათ დაეხმარებათ ახალი თანამშრომლებისთვის ეფექტური ტრეინინგების ჩასატარებლად. ტრეინინგის ბოლოს, მონაწილეებს გადაეცათ „ალიანს ჯგუფი კაპიტალის“ სერთიფიკატები.
კომპანია „ლუკა პოლარე“ გერმანულ–ქართული საოჯახო ბიზნესია, რომელმაც ფუნქციონირება 2008 წელს დაიწყო. დღეს, კომპანია 4 სანაყინეს ამუშავებს თბილისის მასშტაბით და მომხმარებელს 26 სხვადასხვა დასახელების ნაყინს სთავაზობს, რომელიც დამზადებულია ორიგინალური იტალიური რეცეპტის მიხედვით და არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებსა და არომატიზატორებს. კომპანიის მთავარი პრიორიტეტია თავის მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის პროდუქცია და მომსახურების სერვისი შესთავაზოს.