(+995 32) 242 4181

პეტრე მელიქიშვილის ქ. 8ა, 0179, თბილისი, საქართველო

info@agc.ge

“ალიანს ჯგუფ კაპიტალმა” GASA-ს თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარა

„ალიანს ჯგუფ კაპიტალმა“ კომპანია „ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსთან“ (GASA) გააფორმა ხელშეკრულება პერსონალის გადამზადებისა და განვითარების საკითხებზე გრძელვადიანი თანამშრომლობის თაობაზე.

ხელშეკრულების ფარგლებში, „ალიანს ჯგუფი კაპიტალის“ ტრენერი, თათია ტურაშვილი GASA–ს თანამშრომლებს ჩაუტარებს სხვადასხვა სახის ტრეინინგებს, როგორიც არის, პიროვნული ზრდა და წარმატებაზე ორიენტაცია, მოტივაცია, დროს ეფექტურად მართვა, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და გაყიდვები.

ამ ეტაპზე, GASA-ს თანამშრომლებს უტარდებათ წარმატებაზე ორიენტირებული ტრეინინგ კურსი. ტრენინგის შედეგად, მონაწილეები გააცნობიერებენ საკუთარ ცხოვრებისეულ მიზნებსა და სამუშაო მოტივებს, შეძლებენ აღმოაჩინონ საკუთარი ძლიერი მხარეები და რესურსები. მიღებული ცოდნით, მონაწილეები შეძლებენ უფრო ეფექტურად მართონ საკუთარი პირადი ცხოვრება და სამუშაო გარემო, დაგეგმონ საკუთარი განვითარების სტრატეგია და გააუმჯობესონ  სამუშაო – პირადი ცხოვრების ბალანსი.

კომპანია GASA 2010 წელს დაფუძნდა და ის მაშინვე გახდა Pegasus Airlines-ის გენერალური სავაჭრო აგენტი საქართველოში. კომპანია, ასევე გერმანიის სარკინიგზო ოპერატორის ‘Deutsche Bahn’-ის,  ისრაელის ავიახაზების ARKIA-ს და Air Arabia-ს ოფიციალური სავაჭრო წარმომადგენელია.

„ალიანს ჯგუფ კაპიტალი“ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს სთავაზობს ბიზნეს ტრენინგებს, რომლის მიზანია დაეხმაროს ბიზნეს სფეროში დასაქმებულებს გააუმჯობესონ და განავითარონ თავიანთი პროფესიული უნარ-ჩვევები, შეიტანონ ცვლილებები თანამშრომლის ქცევაში, დახვეწონ ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის ხელოვნება და დაეუფლონ თვითეფექტურობის ტექნიკებს.