პირველად საქართველოში და ამიერკავკასიის რეგიონში, საინვესტიციო კომპანია „ალიანს ჯგუფი კაპიტალი“ (AGC) უმასპინძლებს Globalscope 2018-ს, გლობალური საერთაშორისო M&A (Mergers & Acquisitions) ქსელის სამუშაო შეხვედრას.

Globalscope არის მსოფლიოს წამყვანი M&A ქსელი რომელიც დაარსდა 1987 წელს და მას შემდეგ მნიშვნელოვან როლს ასრულებს M&A სფეროში და მართავს ბიზნესის შესყიდვების, გაფართოების და რესტრუქტურიზების ტრანზაქციებს მსოფლიო ყველა ქვეყანაში.
კონფერენციას დაესწრება Globalscope-ის 55 საინვესტიციო ორგანიზაცია მსოფლიოს 47 ქვეყნიდან . „ალიანს ჯგუფ კაპიტალს“ აქვს საპატიო მისია საფუძველი ჩაუყაროს საქართველოში M&A სფეროს განვითარების ახალ საფეხურზე აყვანას, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების გამოვლენას.