M&A ფორუმში მონაწილე საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიები საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს, ბიზნესის განვითრების პერსპექტივებსა და კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებს გაეცნენ. ინვესტორების განსაკუთრებული ყურადღება საბანკო-საფინანსო, ენერგეტიკის, უძრავი ქონების, ტურიზმისა და კვების მრეწველობის სფეროებმა დაიმსახურეს.
12-15 სექტემბერს, სასტუმრო ბილტმორში, საინვესტიციო კომპანია AG კაპიტალმა საქართველოში პირველ M&A ფორუმს - Globalscope 2018 უმასპინძლა. კომპანიამ Globalscope-ის მორიგი ფორუმის მასპინძლობის უფლება ავსტრალიაში გამართულ წინა წლის ფორუმზე, 46 წევრი ქვეყნის კენჭისყრის შედეგად მოიპოვა. AG კაპიტალს საპატიო მისია ერგო, საფუძველი ჩაუყაროს საქართველოში M&A სფეროს განვითარებას, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების გამოვლენას.
Globalscope მსოფლიოს წამყვანი M&A ქსელია, რომელიც 1987 წელს დაარსდა და მას შემდეგ მნიშვნელოვან როლს ასრულებს M&A სფეროში, მართავს ბიზნესის შესყიდვების, გაფართოების და რესტრუქტურიზების ტრანზაქციებს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.
ფორუმს Globalscope-ის 55 ინვესტორი ესწრებოდა მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან.
M&A ფორუმში მონაწილე საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიები საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს, ბიზნესის განვითრების პერსპექტივებსა და კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებს გაეცნენ. ინვესტორების განსაკუთრებული ყურადღება საბანკო-საფინანსო, ენერგეტიკის, უძრავი ქონების, ტურიზმისა და კვების მრეწველობის სფეროებმა დაიმსახურეს.
„ალიანს ჯგუფი კაპიტალი ნაყოფიერად ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე და სერიოზული მოთამაშეა ქვეყნის ეკონომიკის დარგში, ისევე როგორც ჩემი კომპანია, რომელიც დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი წამყვანი საინვესტიციო კომპანიაა. AG კაპიტალის დამსახურებით, გლობალსკოპის წევრ ყველა კომპანიას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, საშუალება გვეძლევა გავიცნოთ ადგილობრივი საინვესტიციო პოტენციალი, დავგეგმოთ სამომავლო ბიზნეს აქტივობები და განვახორციელოთ ინვესტიციები საქართველოში.“ - ჯიმ კილინგი, გლობალსკოპის პრეზიდენტი; Corbett Keeling-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი
„“ალიანს ჯგუფი კაპიტალი“ სწორედ იმიტომ ავირჩიეთ, რომ ისინი საქმის ნამდვილი პროფესიონალები არიან. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ეკონომიკის და საინვესტიციო კაპიტალის შესახებ ბევრი რამ გავიგეთ და კიდევ უფრო სიღრმისეულდ დავინტერესდებით ამ ქვეყნით. საქართველოს მართლაც რომ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს განვითარებისთვის.“ - ჯონ სლოუნი, გლობალსკოპის დირექტორი; Allegiance Capital Corporation-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი.
„AG კაპიტალმა მოიპოვა საპატიო მისია ემასპინძლა Globalscope-ის M&A ფორუმისთვის. საქართველოში 55 საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის წარმამადგენელი ჩამოვიდა. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ საქართველოს მაკროეკონომიკის სხვადასხვა ასპექტებს, საინტერესო და მზარდი პოტენციალის მქონე დარგებს. ეს მომავალში ნებისმიერ ქართულ ბიზნესს გაუმარტივებს ინვესტიციების მოზიდვას. AG კაპიტალს, როგორც Globalscope-ის წევრს, საშუალება აქვს გამოიყენოს ეს უნიკალური გლობალური პლატფორმა და დაეხმაროს ნებისმიერ დაინტერესებულ ქართულ კომპანიას საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორის მოძიებაში. “ - აიეტი კუკავა, ალიანს ჯგუფი კაპიტალის აღმასრულებელი დირექტორი.
რამდენიმე დღიანი ფორუმისა და საქმიანი შეხვედრების შემდეგ, სტუმრებმა არაფორმალურ გარემოში გადაინაცვლეს - მოინახულეს თბილისის ისტორიული უბნები, ეწვივნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და საქართველოს სხვადასხვა მხარეში გასვლითი ტურებისას, ტრადიციულ, კულტურულ და შემოქმედებით ღონისძიებებშიც მიიღეს მონაწილეობა.