მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის სტუდენტების მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებად ჩამოყალიბებას ჰოლდინგის მიერ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით დაგეგმილ პროექტებში მათი აქტიური მონაწილეობით და ჩართულობით.
აღნიშნული ორი ორგანიზაცია ითანამშრომლებს იმისათვის, რომ სტუდენტებს მიეცეთ საშუალება გაიმყარონ მიღებული თეორიული ცოდნა და მოახდინონ მისი პრაქტიკულ საქმიანობაში რეალიზება, იმუშაონ თეორიულ ნაშრომზე (საკურსო, სადიპლომო) პრაქტიკულ სამუშაოებზე დაყრდნობით, ხოლო ჰოლდინგმა მიიღოს დარგის სპეციალისტების მხარდაჭერა დამხმარე პერსონალის სახით.
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტები პროექტის სპეციფიკის და მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით ჩართულნი იქნებიან ჰოლდინგის პროექტებში, რომელთა დაგეგმვა და განხორციელება ფინანსურად მხარდაჭერილი იქნება ჰოლდინგის მიერ. ამავე პროექტებში ჩაერთვებიან უნივერსიტეტის პროფესორები ზედამხედველების რანგში და მხარდაჭერას გაუწევენ სტუდენტების საქმიანობას. შესაბამის პროექტებში უნივერსიტეტი ასევე გაუწევს ჰოლდინგს კვლევით და ანალიტიკურ მხარდაჭერას.
ამავე მემორანდუმის ფარგლებში წარმატებულ სტუდენტებს შესაძლოა მიეცეთ დასაქმების შესაძლებლობა ჰოლდინგში ან მის რომელიმე შვილობილ კომპანიაში.