(+995 32) 242 4181

პეტრე მელიქიშვილის ქ. 8ა, 0179, თბილისი, საქართველო

info@agc.ge

USAID-ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის პროექტი

„ალიანს ჯგუფი კაპიტალი“ USAID-ის EPI-ს პროექტის საფინანსო–საკონსულტაციო პროგრამის მონაწილედ შეირჩა.
„ალიანს ჯგუფი კაპიტალი“ აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის პროექტის (EPI) მიერ საფინანსო–საკონსულტაციო პროგრამის მონაწილედ შეირჩა. პროგრამის ფარგლებში, „ალიანს ჯგუფი კაპიტალი“ შეარჩევს პერსპექტიულ კომპანიებს იმ საწარმოო ჯაჭვიდან, რომლებიც ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის პროექტის მიზნობრივ სექტორებში მოღვაწეობენ (სამკერვალო საწარმოები, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და სამშენებლო მასალები) და გააჩნიათ ფინანსური რესურსის მოზიდვის ინტერესი და პოტენციალი. „ალიანს ჯგუფი კაპიტალი“ შერჩეულ კომპანიებს გაუწევს საკონსულტაციო მომსახურებას, საინვესტიციო პროექტის მომზადების კუთხით რათა შერჩეულ კომპანიებს გაუჩნდეთ შესაძლებლობა მოიზიდონ დამატებითი ფინანსური რესურსი, თავიანთი საქმიანობის განვითარებისათვის. 

„ჩვენთვის ძალიან საამაყოა აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა. „ალიანს ჯგუფი კაპიტალი“ უკვე მრავალი წელია სწორედ საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობს. ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში მიგვიღია მონაწილეობა. შესაბამისად, ჩვენი გამოცდილება გვაძლევს იმის საფუძველს, რომ აღნიშნულ პროგრამის ფარგლებში მოვახდინოთ საინვესტიციო შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზაცია და საქართველოში მოქმედ საწარმოებს მივცეთ განვითარების რეალური შანსი, რითაც გავზრდით როგორც კერძო კომპანიის ღირებულებას, ასევე წვლილს შევიტანთ ქვეყნის ეკონომიკის გაზრდაში“, – განაცხადა ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბ–ნ აიეტ კუკავამ. 

პროგრამა"ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის" ამოცანაა ხელი შეუწყოს საქართველოში კერძო სექტორის განვითარებასა და კონკურენციის ზრდას ბიზნესის სფეროში. USAID-ის მიერ დაფინანსებული 4 წლიანი პროექტი, USD 40 მილიონი ბიუჯეტით, ქართულ კომპანიებსა და სოფლის მეურნეობის საწარმოებს კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში დაეხმარება.