”ალიანს ჯგუფი კაპიტალი” ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროექტის „ბიზნესის საკონსულტაციო სერვისის“ (Business Advisory Service) ფარგლებში, საკონსულტაციო კომპანიად შეირჩა. პროექტის ფარგლებში, „ალიანს ჯგუფი კაპიტალი“ საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევს ქვეყანაში მოქმედ კომპანიებსა თუ საწარმოებს. კერძოდ, ის დაეხმარება კომპანიებს პარტნიორების მოძიებაში, კვლევების და ბაზრის ანალიზის ჩატარებაში, აგრეთვე ხელს შეუწყობს კომპანიებს სამომავლო განვითარების სტრატეგიისა და კომპანიის რეორგანიზაციის საკითხებში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საკონსულტაციო მომსახურებას ნაწილობრივ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროექტი BAS დაფარავს.
„ალიანს ჯგუფი კაპიტალი“ უკვე შვიდი წელია საკონსულტაციო და საინვესტიციო მომსახურებას სთავაზობს თავის მომხმარებლებს. 2011 წლიდან, „ალიანს ჯგუფი კაპიტალი“ აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის პროექტის (EPI) ფარგლებში შერჩეულ კომპანიებს უწევს საკონსულტაციო მომსახურებას საინვესტიციო პროექტების მომზადების კუთხით და ეხმარება შერჩეულ კომპანიებს მოიზიდონ დამატებითი ფინანსური რესურსი, თავიანთი საქმიანობის განვითარების მიზნით.
„ალიანს ჯგუფი კაპიტალის“ ჩართვა „ბიზნესის საკონსულტაციო სერვისის“ (Business Advisory Service) პროექტში, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) აფინანსებს, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმსა და მომსახურების მაღალ ხარისხს. „ალიანს ჯგუფი კაპიტალი“ უკვე მრავალი წელია სწორედ საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობს. დარწმუნებულები ვართ, EBRD პროექტის ფარგლებში, შევძლებთ დავეხმაროთ ქართულ კომპანიებს გაზარდონ როგორც კომპანიის ღირებულება, ასევე წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკის გაზრდაში“, – განაცხადა „ალიანს ჯგუფი კაპიტალის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ბ–ნ აიეტ კუკავამ.