”ალიანს ჯგუფი კაპიტალი” (AGC) შვიდ წამყვან საკონსულტაციო კომპანიას შორის, შეირჩა USAID-ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის EPI-ის ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის პროგრამის ერთ-ერთ მონაწილედ. აღნიშნული პროგრამის მიზანია კერძო სექტორმა ისარგებლოს კონსალტინგური მომსახურებით, რაც მათ გაუადვილებს ფულადი რესურსების მოზიდვასა და ოპტიმალურ გამოყენებას.
EPI-ის ღონისძიებებს თბილისში, თელავსა და ბათუმში ესწრებოდა ”ალიანს ჯგუფი კაპიტალის” წარმომადგენელი, საინვესტიციო ანალიტიკოსი თამარ ციცქიშვილი. პროექტის ფარგლებში თამარი აწარმოებდა მოლაპარაკებებს სხვადასხვა ბიზნესისა და ბანკის წარმომადგენელთან, ასევე მართავდა პრეზენტაციებს AGC-ის მომსახურების შესახებ. ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში, შეხვედრები ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან გაიმართა ბათუმში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში, აჭარის სავაჭრო პალატასა და ბათუმის საინვესტიციო სახლში.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, AGC-იმ უკვე განახორციელა წარმატებული საკონსულტაციო პროექტი ერთ-ერთ ლოჯისტიკურ კომპანიასთან. ასევე, დასასრულს უახლოვდება პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა AGC-ის მიერ ბიზნეს გეგმის მომზადებასა და კომპანიის ძირითადი საშუალებებისთვის ფულადი სახსრების მოზიდვას.
”EPI-ის ღონისძიებები კარგი საშუალებაა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის შეიტყონ ჩვენი მომსახურებისა და სერვისების შესახებ, და რაც მთავარია დაინახონ საკონსულტაციო კომპანიებთან მჭირდრო ურთიერთობით თუ როგორ შეიძლება მათი საჭიროებების დროული და ეფექტური გადაწყვეტა“ - განაცხადა AGC-ის საინვესტიციო ანალიტიკოსმა, თამარ ციცქიშვილმა.