კვირეულის ფარგლებში, მოეწყო შეხვედრა ქალ–მეწარმეებთან, შეხვედრის პანელ დისკუსიაში მონაწილეობდნენ “ალიანს ჯგუფ კაპიტალისა“ და „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD) წარმომადგენლები. დისკუსიისას ნათლად გამოვლინდა, რომ ქალი მეწარმეები საჭიროებდნენ ბიზნეს კონსულტაციას, თავიანთი საქმიანობის შემდგომი განვითარებისთვის. ამ მიზნით, „ალიანს ჯგუფ კაპიტალმა“ უფასო საკონსულტაციო საათები შესთავაზა მეწარეობის კვირეულის მონაწილეებს. კომპანიის წარმომადგენლები შეხვდნენ და უფასო საკონსულტაციო მომსახურეობა გაუწიეს 12 დამწყებ–ბიზნესს. „ალიანს ჯგუფი კაპიტალი“ დღესაც აგრძელებს მუშაობას აღნიშნულ ჯგუფთან და ეხმარება მათ ფინანსური რესურსის მოზდვისა და ეფექტური მენეჯმენტის სისტემის დანერგვის კუთხით.
დამატებით, „ალიანს ჯგუფი კაპიტალი“ მეწარმეობის კვირეულის ორგანიზატორთან და მის ამერიკელ პარტნიორთან ერთად, მუშაობს ბიზნეს გეგმების კონკურსის პროექტზე, რომელიც დაიწყება 2013 წლის მარტში და დასრულდება ნოემბერში, მეწარმეობის კვირეულის ჩატარების პერიოდში. დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ, მოგვიანებით გახდება ცნობილი.