20-21 სექტემბერს, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ბიზნესის განვითარების პირველი საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა. ორ დღიან ღონისძიებაზე, რომელიც კონფერენციასა და გამოფენას ითვალისწინებდა, გაიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელი საკითხების მიმოხილვა, საინვესტიციო გარემოსა და კაპიტალის მოზიდვის საკითხების განხილვა.
ფორუმის ფარგლებში მოეწყო გამოფენა, რომელიც ბიზნესის განვითარების იდეების, ფინანსური რესურსებისა და საკონსულტაციო მომსახურების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ისახავდა მიზნად. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო საქართველოში მოღვაწე 27–მა კომპანიამ, საფინანსო, ბიზნეს საკონსულტაციო და სადაზღვევო სექტორებიდან. კერძო სექტორის გარდა, გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო და საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციებმა.
გამოფენაზე „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ ორი შვილობილი კომპანია იყო წარმოდგენილი. „ალიანს ჯგუფ კაპიტალმა“ გამოფენაზე თავისი საკონსულტაციო და საინვესტიციო მომსახურება წარმოადგინა, ხოლო „ბიამ“ მონაწილეებს მისი ახალი პროდუქტი, „ბიზნეს კატალოგი“ გააცნო. გამოფენას 300–მდე მონაწილე დაესწრო, ძირითადად მცირე და საშუალო კომპანიის წარმომადგენელები.