ალიანს ჯგუფი კაპიტალი“ საერთაშორისო ბიზნეს მოდელების კონკურსის, „Georgia Startup Cup” ჟიურის წევრია. კონკურსის მიზანია დამწყები ბიზნესებისთვის სათანადო გარემოს შექმნა და მეწამეობის განვითარების ხელშეწყობა.
საერთაშორისო კონკურსი 2007 წელს დაარსდა ამერიკელი მეწარმეებისა და ექსპერტების მიერ და დღეს, ის წარმატებით ტარდება მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაში. საქართველო აღნიშნულ კონკურსში წელს პირველად ჩაერთო. |
Georgia Startup Cup_ის ფარგლებში, თავდაპირველად, ჟიურის წევრების მიერ შერჩეულ იქნა 25 საუკეთესო პროექტი, შემდგომ ეტაპზე კი გამოვლინდა – 12 ნახევარფინალისტი, რომლებიც ბიზნეს მოდელებზე მუშაობას ადგილობრივ და უცხოელ მენტორებთან ერთად გააგრძელებენ. პროექტის ბოლოს, წარმატებულ პროექტებს მიეცემათ შესაძლებლობა მოიპოვონ დაფინანსება ბიზნესის დასაწყებად და განსავითარებლად. გამარჯვებული და საუკეთესო პროექტი, 24 მარტს კონკურსის ფინალურ ღონისძიებაზე გამოვლინდება.
„ალიანს ჯგუფი კაპიტალი“ მოხარულია ჩაერთოს მსგავსი სახის კონკურსში და მისცეს შესაძლებლობა დამწყებ მეწარმეებს წარმოადგინონ თავიანთი იდეები და კონკრეტული ბიზნეს გეგმები. კონკურსის ბოლოს, კომპანიაა მზადაა დააფინანსოს ის პროექტი, რომელიც განსაკუთრებულ მოწონებას დაიმსახურებს“ – განაცხადა „ალიანს ჯგუფი კაპიტალის“ პროექტის მენეჯერმა, ირაკლი ტყებუჩავამ.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებ გვერდს: www.georgia.startupcup.com