(+995 32) 242 4181

პეტრე მელიქიშვილის ქ. 8ა, 0179, თბილისი, საქართველო

info@agc.ge

„ალიანს ჯგუფი კაპიტალი“ ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების კომპანიად შეირჩა

„ალიანს ჯგუფი კაპიტალი“ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული „სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის“ (REAP) ფარგლებში, ბიზნეს სერვისების მიმწოდებელ კომპანიად შეირჩა. პროექტის ფარგლებში, „ალიანს ჯგუფი კაპიტალი“ საკონსულტაციო და ტექნიკურ დახმარებას გაუწევს აგრობიზნესებს და/ან კერძო მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის, მომგებიანობის და დასაქმების ზრდის მიზნით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საკონსულტაციო მომსახურებას ნაწილობრივ პროექტი დააფანანსებს.

REAP, რომელსაც აფინანსებს USAID და ახორციელებს კორპორაცია CNFA, სოფლად შემოსავლებისა და დასაქმების ზრდას ისახავს მიზნად აგრობიზნესში ინვესტიციების მოზიდვისა და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფის გზით. ტექნიკური დახმარებით ისარგებლებენ ის საწარმოები, რომლებიც ამარაგებენ მცირე და საშუალო აგრობიზნესებს პირველადი წარმოებისათვის საჭირო  მასალებით ან უწევენ მათ სხვადასხვა მომსახურებას. REAP ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციების მოზიდვას, შეამცირებს სოფლად მცირე და საშუალო საწარმოებისა და მეწარმეთათვის არსებულ რისკ - ფაქტორებს, გააძლიერებს მდგრად კომერციულ კავშირებს მწარმოებლებს, მიმწოდებლებს, დამამზადებლებს და ადგილობრივ ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.

„ალიანს ჯგუფი კაპიტალი“ მსგავსი სქემით უკვე თანამშრომლობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების  ბანკის (EBRD) „ბიზნესის საკონსულტაციო სერვისის“ (Business Advisory Service) პროექტთან და  USAID-ის “ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის” (EPI) პროგრამასთან.