(+995 32) 242 4181

პეტრე მელიქიშვილის ქ. 8ა, 0179, თბილისი, საქართველო

info@agc.ge

“ალიანს ჯგუფი კაპიტალმა” მორიგი წარმატებული პროექტი დაასრულა

“ალიანს ჯგუფი კაპიტალმა” USAID-ის EPI-ს პროექტის საფინანსო–საკონსულტაციო პროგრამის ფარგლებში, საკონსულტაციო მომსახურება გაუწია ინდ. მეწარმე ალექსანდრე სიგუას. AGC-იმ მოამზადა ბიზნეს განვითარების გეგმა, რომელზე დაყრდნობითაც ”ალიანს ჯგუფი ლიზინგმა” მომხმარებლის აქტივების შეძენა დააფინანსა.

ალექსანდრე სიგუა მოღვაწეობს სატრანსპორტო ბიზნესში. იგი ახორციელებს ფოთის პორტში მიღებული კონტეინერების გადაზიდვას სამი მიმართულებით - თბილისი, ერევანი, ბაქო. კლიენტი აღნიშნულ საქმიანობას ეწეოდა მის საკუთრებაში არსებული 2 კომპლექტი სპეციალიზებული კონტეინერმზიდით. საქმიანობის გაფართოების მიზნით, მას სურდა ერთი კომპლექტის დამატება, რაშიც AGC და AGL დაეხმარნენ.

„ალიანს ჯგუფი კაპიტალი“ USAID-ის EPI-ს პროექტის საფინანსო–საკონსულტაციო პროგრამის ფარგლებში,  პერსპექტიულ კომპანიებს უწევს საკონსულტაციო მომსახურებას, საინვესტიციო პროექტის მომზადების კუთხით, რათა შერჩეულ კომპანიებს გაუჩნდეთ შესაძლებლობა მოიზიდონ დამატებითი ფინანსური რესურსი, თავიანთი საქმიანობის განვითარებისათვის.